ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი იუბილარია

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ბერუკა დღეს იუბილარია. სოციალურ ქსელში მისი ფოტოები დეიდამ, ნანუკა გუდავაძის დამ გამოაქვეყნა და  პატარას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა:

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მზის სხივო” – დაწერა მან.

ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი , აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც  მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი – ცნობილი.

მისმა პირველმა სინგლმა, Favorite Things, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს — „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.

ბერას მომდევნო სინგლმა — Don't Worry, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე Summertime.

2011 წლის შემოდგომაზე ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს — „გპირდების“ პრემიერა.

2013 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.

2014 წელს ბერა წავიდა -ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, მაილა ჯეი, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვები. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო, სახელწოდებით Calypso Love“, რომელიც მის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა.

2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს, სახელწოდებით Tickets to the Movies – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი Don't Go.

2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე I Look Good on You. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი. ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.

ბერა ივანიშვილმა დააარსა ტელეკომპანია GDS. ჰყავს მეუღლე ნანუკა გუდავაძე, რომელზეც ოფიციალურად 2018 წელს დაქორწინდა. ნანუკა გუდავაძეს მანამდე სამოდელო კარიერა ჰქონდა და არაერთი ცნობილი ბრენდისთვის მუშაობდა. ქორწინების შემდეგ ბერამ აქტიური მუსიკალური კარიერა, ნანუკამ კი – სამოდელო საქმიანობა შეწყვიტა და ისინი ქვეყნიდან გაემგზავრნენ. პირველ შვილთან, ბერუკასთან ერთად ისინი სხვადასხვა დროს აზიის ქვეყნებში, შემდეგ კი ბრაზილიაში ცხოვრობდნენ.

2023 წლის 20 მარტს მათ მეორე ვაჟი, დადუ ივანიშვილი შეეძინათ. თუკი წყვილი აქამდე სოციალურ ქსელში, მათ შორის, “ტიკ-ტოკზეც”, აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აზიარებდა როგორც ფოტოებს, ისე ვიდეოებს, ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებენ და საკუთარი ცხოვრების შესახებ აღარაფერს წერენ.

ასევე დაგაინტერესებთ