ბასილაშვილი ბაჰრეინშია და უიღბლო სერიის შეწყვეტას აუტსაიდერის რანგში შეეცდება

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში იმყოფება, სადაც ჩელენჯერის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენებურმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 645-ე ადგილს იკავებს, Wild Card მიიღო, რისი წყალობითაც ძირითად ბადეშია დაშვებული.
ქართველის მეტოქე 18 წლის ჩეხი, მსოფლიოს 130-ე ნომერი იაკუბ მენსიკი იქნება. აღნიშნულ დაპირისპირებაში ნიკოლოზი ღრმა აუტსაიდერად ითვლება, რადგან თავად ძალიან ცუდ ფორმაშია, ჩეხი ჩოგბურთელი კი ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და თანაც მშვენიერ სვლაზეა.
შეხვედრა სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება, წყვილში მოგებული კი შემდეგ წრეში გონსალო ოლივეირასა და ნერმან ფატიჩს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს…” – დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა

“მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს…” – დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა