“ბარსელონა” არაუხოს გასასხვისებლად მზადაა

“ბარსელონა” მზადაა კარგი შეთავაზების შემთხვევაში, მცველი რონალდ არაუხო გაყიდოს, – იტყობინება ESPN.
გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი 25 წლის ურუგვაელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მისი სამსახურით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და “ბაიერნია” დაინტერესებული.