ახალი წესი IPN-ის აპლიკაციისთვის

5 მარტიდან, „ინტერპრესნიუსის“ აპლიკაცია IOS ვერსიის მომხმარებლებისთვისაც მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. გააქტიურებიდან პირველი სამი თვე აპლიკაციის გამოყენება უფასოა.
რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ მიიღებთ ნოტიფიკაცია-შეხსენებას, რომ უახლოეს დღეებში ჩამოგეჭრებათ თანხა (თქვენს მიერ შერჩეული გადახდის პაკეტის შესაბამისად). თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ უარი თქვათ ხელმომწერობაზე.
საცდელი უფასო ვერსიით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ, პირველი 3 თვე იქნება შესაძლებელი.
„ინტერპრესნიუსის“ ვებგვერდი ყველა მომხმარებლისთვის ისევ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და კვლავ უფასო იქნება.
ფასიანი სერვისები ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო მედიაში და შემოსული თანხები ხმარდება ხარისხიანი ჟურნალისტიკის განვითარებას. ქართულ მედიაბაზარზე მსგავსი პროდუქტი სიახლეა და მისი შექმნის მიზანია, მომხმარებელმა მონაწილეობა მიიღოს მიუკერძოებელი და დაბალანსებული ჟურნალისტიკის განვითარებაში.
IPN-ის აპლიკაციის ერთთვიანი ხელმოწერის ფასი 5 ლარია, ხოლო ერთწლიანის შემთხვევაში – 30 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო