ახალი ზელანდია უკრაინას 26 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ ს თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც თითქმის 26 მილიონი დოლარია.
როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი, ახალი ზელანდია 6.5 მილიონ დოლარს გააგზავნის გაერთიანებული სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ფონდს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.
აგრეთვე, ქვეყანა 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, მათ შორის, ლტოლვილებს. გარდა ამისა, 3 მილიონ დოლარს გადარიცხავს მსოფლიო ბანკის უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ფონდში.
ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებით, თანხის დიდი ნაწილი უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამის 2025 წლამდე გახანგრძლივებას მოხმარდება.
ასევე ახალი ზელანდია მუშაობს ს წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.
“რუსეთმა უკანონო, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში დაიწყო საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევით” – განაცახადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა.
“ომს მოყვა საშინელი მსხვერპლი, გამოიწვია უზარმაზარი ტანჯვა და მნიშვნელოვნად იმოქმედა რეგიონალურ და გლობალურ სტაბილურობაზე. ამიტომ ახალი ზელანდია რჩება უკრაინის უკრაინის გვერდით” – ამბობს პიტერსი.
ამ პაკეტის ჩათვლით, ახალი ზელანდიის დახმარება უკრაინისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ