აფხაზეთი მომავალს რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობაში ხედავს — არძინბა

ს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ, რუსეთში, სოჭში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ “აფხაზეთი მომავალს რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობაში” ხედავს.
მან ამის შესახებ ისაუბრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, სახელწოდებით — “ ახალ საერთაშორისო პირობებში: ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების შესაძლებლობები”.
“დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბელარუსის პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ბელარუსთან, უკვე განხორციელდა სახელმწიფოს მეთაურების ორმხრივი ვიზიტები. ჩვენ გვესმის, რომ გზა სამეკავშირეო სახელმწიფოსკენ არის საკმაოდ გრძელი, არსებითი, რთული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ მიდგომას“, — განაცხადა არძინბამ.
“ჩვენს მომავალს სწორედ ამაში ვხედავთ – რუსეთთან ალიანსის გაძლიერებისა და სამეკავშირეო სახელმწიფოსკენ სწრაფვის სურვილში”, — ამბობს დე ფაქტო მინისტრი.
გარდა ამისა, არძინბამ რუსეთს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის [დე ფაქტო] მხარდაჭერისთვის.
“ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს აფასებს და, ვფიქრობ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აფხაზეთში ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რას ნიშნავს მადლიერება”, — აღნიშნა არძინბამ.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთს არ სურს კონფლიქტი საქართველოსთან, თუმცა “ს მხარეს მებრძოლი ქართველი რადიკალების დაბრუნების შემთხვევაში”, ალტერნატიული სცენარიც არ არის გამორიცხული.
“ჩვენ არ გვინდა ომი. იმედი გვაქვს, რომ ქართულ მხარესაც არ სურს ომი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები იბრძვიან ნეონაცისტების მხარეს, მაგალითად, ში. თუ ისინი დაბრუნდებიან, შეიძლება განსხვავებული სცენარი შეიქმნას”, — თქვა ინალ არძინბამ.
მსგავსი განცხადება სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობაზე ასლან ბჟანიამაც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობით, დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობას შესაძლოა, 10 წელიწადიც კი დასჭირდეს.
“სახელმწიფოთა კავშირი არის ფორმატი, რომელშიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები თანხმდებიან ურთიერთსასარგებლო პირობებზე ზენაციონალური სტრუქტურების შესაქმნელად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ უნდა გავიაროთ გარკვეული ეტაპი. უნდა მომზადდეს რეგულაციები. ამ საქმეს შესაძლოა, 5-10 წელი დასჭირდეს, ისევე, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ამბავს”, – განაცხადა ბჟანიამ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში.
მსოფლიო პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ მომავალში მრავალპოლარული და სამართლიანი სამყარო იქნება და, ამავდროულად, აუცილებლად უნდა არსებობდეს რეგიონული გაერთიანებები.
“ეს გაერთიანება (რუსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი) სასარგებლოა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, ბელარუსის მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის. ეს საშუალებას მოგცემს, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა, ხოლო მეორე მხრივ, განვავითაროთ ის. ვფიქრობ, რომ ასეთი ალიანსის შექმნისთვის მუშაობა არის სწორი ვექტორი ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის”.
რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობის სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოხატა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც.

ასევე დაგაინტერესებთ