აფეთქება ბაქოში | დაღუპულია 2 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 24 ადამიანი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში 3 ადამიანი ცოცხალი იპოვეს და გამოიყვანეს. განხორციელდა
მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაციაც.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.