არჩევნები აზერბაიჯანში – ეგზიტპოლით ალიევს 93,9% აქვს

7 თებერვალს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უკვე ცნობილია Oracle Advisory Group-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ილჰამ ალიევს 93,9% აქვს მიღებული.
ამერიკული კომპანია Oracle Advisory Group-ის წარმომადგენლის ჯორჯ ბირნბაუმის სიტყვებით, აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის გამარჯვებაა.
თავად ილჰამ ალიევმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისცა. აზერბაიჯანის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ