არასრულწლოვნების დაჯგუფება ვარკეთილში | “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, როგორ უსწორდებიან მოზარდები 25 წლის კაცს ფიზიკურად – დაკავებული ამ დრომდე არავინაა

არასრულწლოვნების დაჯგუფება ვარკეთილში | “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, როგორ უსწორდებიან მოზარდები 25 წლის კაცს ფიზიკურად – დაკავებული ამ დრომდე არავინაა
ქურდობებიდან ძალადობრივ თავდასხმამდე. დამნაშავე მოზარდები ისევ დაუსჯელები რჩებიან. “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად არასრულწლოვნების დაჯგუფბა ახალგაზრდა მამაკაცს. ეს მასალა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის, რომელიც მოზარდების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა, თუმცა შემაფერხებლი ამ შემთხვევაშიც კანონია.

ბექა გოგელიას მოზარდი დამნაშავეებითავს 9 ნოემბერს დაესხნენ, რასაც წინ სიცოცხლის მოსპობის მუქარა უძღოდა. პოლიციაქში არაერთი მიმართვის მიუხედავად გამოძიება მუქარის ფაქტზე არ დაწყებულა. გოგელიას საქმით სამართალდამცველები მხოლოდ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ დაინტერესდნენ, თუმცა, გამოძიების დაწყების მიუხედავად, მოძალადე დამნაშავეებს ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვთ.