ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მლნ ლარად იყიდება – ვინ ეკუთვნის ქონება და რა აკავშირებს ახალაიასთან?

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მლნ ლარად იყიდება.
ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს.
„სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია. სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი. სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები და უფლებები, რომლებიც მოიხსნება მყიდველისათის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
„ოქროს საწმისის“ აუქციონი 18 აპრილს გამოცხადდა და ის 22 აპრილს დასრულდება.
ანაკლიაში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო „ოქროს საწმისი“ შპს „სანის“ ეკუთვნის. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი სერგო გვარამიაა.
შპს „სანის“ სახელს უკავშირდება წლების წინ საპატრიარქოდან არანებაყოფლობით ჩარიცხული თანხების საქმე. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის ყოფილი სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის როლანდ ახალაიასთან დაახლოებული პირის კუთვნილ შპს „სანის“ ანგარიშზე მნიშვნელოვანი თანხები ჩარიცხული იქნა არანებაყოფლობით, არამედ როლანდ ახალაიას პირადი დაინტერესებით, შპს „სანის“ მიერ სარგებლის მიღების მიზნით. ჩარიცხული თანხები შპს „სანის“ მიერ გახარჯულ იქნა საკუთარი კერძო ინტერესებისთვის და არა საპატრიარქოს რეზიდენციის ასაშენებლად, რის საფუძველზეც პროკურატურამ ის დამნაშავედ ცნო. რონალდ ახალაი თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და –ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მამაა.

ასევე დაგაინტერესებთ