ალტა „ლეგენდების მატჩი“-ს სპონსორია

ქართველი ფეხბურთის ენთუზიასტები მოუთმენლად ელოდებიან „ლეგენდების მატჩის“ დაწყებას და მორიგი ოსტატობის ხილვას მოედანზე. ღონისძიება, რომელშიც მილანის ინტერის ლეგენდარული ფეხბურთლები შეხვდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელებს, დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება ყველა ასაკის გულშემატკივარს. ქართველ ლეგენდებს შორის იქნება ალტას სტრატეგიული პარტნიორი შოთა არველაზე.
რაღა თქმა უნდა ალტა ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი სპონსორია:
„ალტაში ვაცნობიერებთ, რომ სპორტს აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, გააღვივოს ერთიანობის ძალა და დასახოს საერთო მიზანი, რომელიც საბოლოოდ სიამაყის გრძნობით გვირგვინდება. როგორც აქტიური ბრენდი, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული ქვეყნისთვის მსგავსი ღონისძიებების სპორტულ-კულტურულ მნიშვნელობაში, ჩვენ გვაქვს პატივი, მხარი დავუჭიროთ ლეგენდების მატჩის ორგანიზატორებს.“
ლეგენდების მატჩი ემსახურება საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციას და ხაზს უსვამს ფეხბურთის ლეგენდების ღირსშესანიშნავ მიღწევებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს სპორტში. ის ქმნის ახალ პლატფორმას გულშემატკივრებისთვის ნოსტალგიური მოგონებების გასაცოცხლებლად და ახალ მომენტებს მომავალი თაობისთვის.
ლეგენდების მატჩის მთავარი ორგანიზატორი, ყველასათვის საყვერელი ფეხბურთელი და მწვრთნელი – 2023 წლის მიწურულს ალტას სტრატეგიული პარტნიორი გახდა. შოთის და ალტას საერთო ხედვები და მიზნები აერთიანებთ, რაც საბოლოო ჯამში აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელ და სახალისო პროდუქტს ქმნის. მათი კოლაბორაციით უკვე შეიქმნა საახალწლო და სიყვარულის სეზონის კამპანიები, რომლებმაც მომხმარებლის თვალში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ლეგენდების მატჩი“ არ არის ბოლო ღონისძიება, რომელშიც ალტას და შოთის თანამშრომლობას ვიხილავთ, ისინი სამომავლოდაც ბევრ საინტერესო პროექტს გვპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ