აზერბაიჯანი გამოდის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკების წინადადებით

აზერბაიჯანი გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით, ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილას, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ.
“აზერბაიჯანი მზადაა პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებისთვის სომხეთთან, სამშვიდობო შეთანხმების ადრე დასრულების მიზნით”, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს. “ჩვენ გვწამს, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა გადაწყვიტოს თავიანთი ურთიერთობის მომავალი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გამართეს ევროკავშირის შუამავლობით მანამ, სანამ ბაქო მოაწყობდა სწრაფ სამხედრო ოპერაციას, რომლის შედეგადაც მთიან ყარაბაღში დასრულდა ეთნიკური სომხების ოცდაათწლიანი მმართველობა.
ბოლო დღეებში აზერბაიჯანმა მიანიშნა, რომ შუამავლების როლში უარყოფს -სა და საფრანგეთს, მათი “პროსომხური” მიკერძოების გამო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, სომხეთმა “უნდა გაიგოს, რომ მშვიდობის ფესვები აქაა და არა ვაშინგტონში, ბრიუსელსა და პარიზში”.

ასევე დაგაინტერესებთ