ავღანეთზე დარტყმის პასუხად თალიბანმა პაკისტანზე იერიში მიიტანა

ავღანეთზე დარტყმის საპასუხოდ თალიბანმა პაკისტანზე იერიში მიიტანა. როგორც ცნობილია იერიშის შედეგად ს უსაფრთხოების სამსახურის შვიდი წევრი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ავღანეთის თალიბანმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით. პაკისტანმა ავღანეთზე ორი სარაკეტო იერიში 18 მარტს მიიტანა.
როგორც ცნობილია, პაკისტანის სარაკეტო თავდასხმებს ავღანეთში აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონებში ხოსტში და პატრიკიაში ხუთი ქალი და სამი ბავშვი ემსხვერპლა. დაპირისპირება ავღანეთსა და პაკისტანს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ქვეყნები ერთმანეთს პაკისტანში სამხედრო შეტევებს ერთმანეთს აბრალებდნენ. პაკისტანის მთავრობის მტკიცებით იერიშები ავღანეთის ტერიტორიიდან განხორციელდა, რასაც თალიბანი უარყოფს.
თალიბანის თავდაცვის მინისტრის თქმით, ავღანეთის ჯარმა იერიშები მიიტანა საზღვარზე მდებარე პაკისტანის სამხედრო ბაზებზე. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.