ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Georgian Airways დან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები ბათუმიდან მოსკოვში 2 აპრილიდან განხორციელდება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
აპრილის თვისთვის, ფრენის ფასი 831 ლარიდან იწყება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან ფრენებს როგორც მოსკოვის, ასევე სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ