“აეროპორტიდან ტირილით დარეკა” – The Athetic-ის სენსაციური ინფორმაცია მუდრიკზე

გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “შახტარმა” მიხაილო მუდრიკი “ჩელსის” 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
იქამდე წამყვანი ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ მუდრიკს გადასვლა “არსენალში” სურდა და მიკელ არტეტასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა.
შემდეგ მოლაპარაკებებში “ჩელსი” გამოჩნდა, მუდრიკს “არისტოკრატების” რიგებში გადასვლა არ სურდა და “მეთოფეების” სპორტულ დირექტორ ედუს სთხოვდა, რომ “არსენალს” უკრაინული კლუბისთვის “ლურჯებზე” სარფიანი შეთავაზება გაეკეთებინა.
“მუდრიკმა აეროპორტიდან ედუს დაურეკა და სთხოვა, რომ რაიმე მოეფიქრებინა, უკრაინელი საუბრის დროს ტიროდა. “არსენალს” მისი შეძენა ძალიან სურდა, თუმცა “ჩელსისთან” აუქციონის გამართვაზე უარი თქვეს”, –
წერს The Athletic-ი.
შეგახსენებთ, მუდრიკმა “არისტოკრატების” რიგებში სასტარტო თერთმეტეულში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერჯერჯობით ვერ დაიმკვიდრა, უკრაინელს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.