აეროპორტები, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს

thred.com-ის გავრცელებული ინფორმაციით, Airport Tracker 2024-მა გამოავლინა აეროპორტები, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს.
პირველ ადგილზე დუბაის საერთაშორისო აეროპორტია. ერთ წელიწადში აეროპორტი იმდენ ემისიას ახორციელებს, რამდენიც ქვანახშირის ხუთი ელექტროსადგური.
ევროპაში ყველაზე პრობლემატური აეროპორტებში მოხვდნენ ფრანკფურტის, პარიზის (შარლ დე გოლი) და ამსტერდამის (შიფჰოლი) აეროპორტები.
ირკვევა, რომ ლონდონი ყველაზე მეტად დაზარალდა გამონაბოლქვით. მისი ექვსი აეროპორტი აწარმოებს 27 მილიონ ტონა CO2-ს წელიწადში, რაც უდრის 3 მილიონზე მეტი მანქანის გამონაბოლქვს.