ადამ სენდლერი 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად დასახელდა

მსახიობი და კომიკოსი ადამ სენდლერი 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა. ინფორმაციას გამოცემა Forbes ავრცელებს.
სენდლერმა სტრიმინგის სერვის Netflix-თან გაფორმებული ხელშეკრულებით 2023 წელს 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე 59 მილიონი დოლარით მარგო რობია, რომელსაც თანხა ბლოკბასტერმა ბარბიმ მოუტანა. გარდა ამისა, რობი ათეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია.
Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება:
· ადამ სენდლერი – $73 000 000
· მარგო რობი – $59 000 000
· ტომ კრუზი – $45 000 000
· რაიან გოსლინგი – $43 000 000
· მეტ დეიმონი – $43 000 000
· ჯენიფერ ენისტონი – $42 000 000
· ლეონარდო დიკაპრიო – $41 000 000
· ჯეისონ სტეტჰემი – $41 000 000
· ბენ აფლეკი – $38 000 000
· დენზელ ვაშინგტონი – $24 000 000