საუდის არაბეთში საქართვლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა რიადის ორი ცათამბჯენი, 99-სართულიანი Kingdom Tower (302 მ.) და 62-სართულიანი Tamkeen Tower (258 მ.). აღსანიშნავია რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მრავალ დედაქალაქში ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში აენთო, ასევე ბევრ ქალაქში საქართველოს ეროვნული დროშები გამოიფინა. მეტის წაკითხვა