„თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“ – გამოფენა სენაკში და ზუგდიდში
2 და 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო სენაკში და ზუგდიდში წარმოადგენს გამოფენას თემაზე: „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები”. გამოიფინება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები. გამოფენის ... მეტის წაკითხვა