გუბერნატორის თქმით ქარიშხალმა “ჰარვიმ” ტეხასის შტატში 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ტეხასის გუბერნატორის განცხადებით, ქარიშხალმა “ჰარვიმ” შტატში 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.გრეგ ებოტის თქმით, ამ დროისთვის 82 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ქარიშხალი „ჰარვი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს 26 აგვისტოს დაატყდა თავს, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. ქარიშხალმა დააზიანა ტეხასის და ლუიზიანის შტატები. ... მეტის წაკითხვა