ჯორჯ კლუნი უოტერგეიტის სკანდალზე მინი სერიალს გადაიღებს
ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი Netflix-ისთვის უოტერგეიტის სკანდალზე მინი-სერიალს გადაიღებს. პროექტის პროდიუსერი კლუნის კინოკომპანია Smoke House Pictures იქნება. სცენარს მეტ ჩარმანი დაწერს. გავრცელებული ინფორმაციით, სერიალში თითოეული სერია სხვადასხვა პერსონაჟის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულები არიან უოტერგეიტის სკანდალთან. უოტერგეიტის სკანდალი (The Watergate scandal) არის აშშ-ის პოლიტიკური სკანდალი რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ნიქსონის რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებითა და ... მეტის წაკითხვა