ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ამის შესახებ თბილისის მერია აცხადებს. „ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“,- აღნიშნულია განცხადებაში. მეტის წაკითხვა