დოული: ყველა მხარემ უნდა დაიწყოს მუშაოება სიტუაციის დეესკალაციისკენ
ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა ჯოზეფ დოულმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ორივე მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა. „ძალიან შეშფოთებული ვარ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, რომელიც სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება. ყველა მხარემ უნდა დაიწყოს მუშაობა სიტუაციის დეესკალაციისკენ და ნებისმიერი გამოძიება თუ სასამართლო უნდა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობას“, – წერს დოული. მეტის წაკითხვა