დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ძი იენჩის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იენჩისთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. განხილულ იქნა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ბოლოდროინდელი ... მეტის წაკითხვა