“გადადექი!” – ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ
უამრავი ადამიანი შეძახილებით “გადადექი!” და “გასამართლება ჯაგაევს!” ცდილობდა შეიჭრას თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხინვალის მილიციის იზოლატორში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ახლობლებმა, გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, გუშინ საღამოს კვლავ დაიწყეს ადმინისტრაციულ სახლთან შეკრება. ჯაბიევის ... მეტის წაკითხვა