ჩეხი ჩოგბურთელი იანა ნოვოტნა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსოფლიო ჩოგბურთის ასოციაცია (WTA) იტყობინება, რომ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა 1998 წლის უიმბლდონის გამარჯვებული იანა ნოვოტნა. ჩოგბურთელი სიმსივნით გარდაიცვალა. იანა ნოვოტნამ, კარიერის განმავლობაში, 24 ტურნირში მოიპოვა გამარჯვება. წყვილების ვერსიაში, მის ანგარიშზე 76 მოგებაა. მეტის წაკითხვა