შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ლ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გატეხილი შუშის ბოთლის გამოყენების მუქარით, მოლარეს გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა. ... მეტის წაკითხვა