ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა
25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დიონატან ტეიშეირა საკუთარი სახლის მოედანზე, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ფეხბურთელი 3 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „სტოკ სიტიში“, 2017 წლიდან კი მოლდოვურ საფეხბურთო კლუბ „შერიფში“ თამაშობდა. მეტის წაკითხვა