თეთნულდზე სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდა
თეთნულდზე გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ცხედრის გამოსატანად, სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შემთხვევის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებდა . ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, მწვერვალ თეთნულდზე მეხუთე დღეა თოვლი, ნისლი და ქარია, რაც შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას. ... მეტის წაკითხვა