იტალიის ელჩი: „ტურიზმი საქართველოს ნავთობია“
„ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია“ – ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა. ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცეპრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ იტალიის საელჩოს საქართველოში Check in Georgia-სპროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცა. ... მეტის წაკითხვა