სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „მთავარი არხის“ რეპორტაჟში: „ნაყიდი კოვიდ 19“ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორი თარგმანით განზრახ იყო დამახინჯებული
2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თბილისის ... მეტის წაკითხვა