აშშ-მ სერბეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს დირექტორი დაასანქცირა
აშშ-მ დაასანქცირა სერბეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს დირექტორი, ალექსანდარ ვულინი. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ალექსანდარ ვულინს ბრალად ედება ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილება, ნარკოტიკით ვაჭრობა და საჯარო სამსახურის ბოროტად გამოყენება. ამავდროულად, აშშ-ს განცხადების მიხედვით, ვულინი საჯარო თანამდებობას იყენებდა რუსეთის იმ ქმედებების მხარდასაჭერად, რაც ძირს უთხრიდა დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ... მეტის წაკითხვა