მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოები ბოლო ეტაპზე გადადის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოების ბოლო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, სადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება. მეტროს ახალი სადგურის – „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა, წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები ... მეტის წაკითხვა