ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცესკოს წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ოქმების განხილვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო. ცესკოს თავმჯდომარის ... მეტის წაკითხვა