“ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების საკითხს განიხილავს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს, 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხს განიხილავს. საუბარია საქართველოს 7 მოქალაქის ინდივიდუალურ საჩივარზე, რომლებიც ქართველების იძულებითი დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. საქმეში – “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა გამოავლინა. მათ შორის ... მეტის წაკითხვა