თბილისში სასტუმრო „ჰილტონის” მშენებლობა იწყება
“გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,” – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს და საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო არა მხოლოდ დედაქალაქის ვიზიტორებს უმასპინძლებს, არამედ ის ... მეტის წაკითხვა