ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, საკითხზე შეთანხმება ინვესტორთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოხერხდა. კალაძემ თბილისელებს გამარჯვება მიულოცა. “ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება“, – განაცხადა თბილისის მერმა. მეტის წაკითხვა