NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»Posts Tagged "საპარლამენტო დელეგაცია"

ტეგების არქივი:

“ნაცმოძრაობა” საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნება
პოლიტიკა

“ნაცმოძრაობა” საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 14 აპრ 2022 178 ნახვები

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნება. პარტია პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე უარს ამბობს. როგორც პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, პარტია უკრაინაში გამგზავრებას ოპოზიციურ დელეგაციასთან ერთად დაგეგმავს. “თუ ოპოზიციური დელეგაცია გადაწყვეტს ჩავიდეს უკრაინაში, ჩვენ ვიქნებით ამ დელეგაციის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ დავგეგმავთ ამ ... მეტის წაკითხვა

ლიეტუვას საპარლამენტო დელეგაცია უახლოეს დღეებში პოლიტიკურ კრიზისში პოზიტიური როლის შესასრულებლად ჩამოდის
პოლიტიკა

ლიეტუვას საპარლამენტო დელეგაცია უახლოეს დღეებში პოლიტიკურ კრიზისში პოზიტიური როლის შესასრულებლად ჩამოდის

ირაკლი შალიკაშვილი 18 თებ 2021 477 ნახვები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესებული არიან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროულად მოგვარებით და სწორედ ამას უკავშირდება ლიეტუვას ელჩის განცხადებაც, უახლოეს პერიოდში საქართველოში სხვადასხვა დელეგაციების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. “ლიეტუვას ევროკავშირში საკუთარ თავზე აქვს აღებული საქართველოს არაფორმალური ლობისტის როლი. ამიტომ, მათთან ჩვენ საუბარი გვქონდა არა მარტო მათ საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში ... მეტის წაკითხვა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა
ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა

08 ივნ 2018 678 ნახვები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ქართველმა პარლამენტარებმა აღნიშნეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა და ამერიკის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დელეგაციამ ისაუბრა, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ისევე, ადამიანის ... მეტის წაკითხვა

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო ფარელს შეხვდა
ახალი ამბები

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო ფარელს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018 688 ნახვები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოს პარლამენტისდელეგაციასთან ერთად ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო ფარელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნისგამოწვევები და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება მიმოიხილეს. საუბარი აგრეთვე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობისგაზრდას და თანათავმჯდომარეების: გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის და აშშ-ს როლს ამ პროცესში. შეხვედრაზე ისაუბრეს ირლანდია-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაზე, საქართველოსდემოკრატიზაციის პროცესზე და ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად საქართველოს პოტენციალზე. სოფიო ქაცარავამ საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. „საქართველოშიგანხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან აახლოებს და ხელსუწყობს ამ პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმება და ვიზის ლიბერალიზაცია  ქვეყნისთვის ევროპულ პერსპექტივას ძალიან რეალურს ხდის”, – განაცხადა  სოფიო  ქაცარავამ. მხარეებმა, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკური და ეკონომიკურიმიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ხალხთა შორის კავშირების გამყარებაზე და ამპროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრეს. მეტის წაკითხვა

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ირლანდიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ახალი ამბები

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ირლანდიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018 603 ნახვები

სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია, ირლანდიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა. მაიკლ ჰილი-რეისთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო კურსის მთავარ პრიორიტეტებს, ევროკავშირის მომავალ წევრობას, ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციისადმი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

13 დეკ 2017 626 ნახვები

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, ლონდონში ვიზიტი დაასრულა. საპარლამენტო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და დიმიტრი ცქიტიშვილი  შედიოდნენ საგარეოურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები, ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლორდ ჰოუელს  შეხვდნენ. სოფიო ქაცარავამ კოლეგას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მხარეებმა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიზნებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებებისა დაუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. ისინი შეთანხმდნენ ლორდთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა   და საქართველოსპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალ დღის წესრიგზე. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართულებით და ურთიერთობის ახალიკავშირების განვითარებისთვის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრაზე ბრექსიტის შემდგომ ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების სტაბილურ შენარჩუნებას.             საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადაყვანის მიზნით, ლორდ ჰოუელი საქართველოში ოფიციალური  ვიზიტით მოიწვია. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის  ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაში ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

06 დეკ 2017 586 ნახვები

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი ვენაში 6 დეკემბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში და 7-8 დეკემბერს  მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე განხილული იქნება წევრი ქვეყნების ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

კობახიძემ ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები ღირსეულად ჩაატარა

26 ოქტ 2017 717 ნახვები

მენი ბენიში, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემისრაელში საქართველო საუკეთესოდ წარადგინა. „საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვესწრებოდი შეხვედრებს და ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ბრწყინვალედ შეძლო საქართველოშისაპარლამენტო საქმიანობის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისსაკითხები კოლეგებისთვის მიეწოდებინა. ისრაელის მხრიდან საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ისრაელის ისთებლიშმენტს კიდევ ერთხელდაანახა, რომ ახალი პოლიტიკური კლასი საქართველოში პროგრესული და საიმედოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინვესტიციები საქართველოში გავზარდოთ და თქვენი ქვეყნის წარმატებას ხელი შევუწყოთ”,- განაცხადა ბენიშიმ. მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

15 სექ 2017 680 ნახვები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო. ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა დეპუტატებმა, ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარზე დისკუსია გაიმართა რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებისა ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პიტერ როსკამს და დევიდ პრაის შეხვდა

14 სექ 2017 549 ნახვები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილისხელმძღვანელობით,  ვაშინგტონში, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს  და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ პრაისშეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე,  სხვადასხვასფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზედა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. „გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნისდემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ –  როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორცმოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ესპროცესი”,-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერროსკამმა. „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარის მოადგილის, კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ამერიკისშეერთებულ შტატებს და საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვს და საქართველოს ამერიკის კონგრესში ბევრი მეგობარიჰყვას. „საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში. კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით  დაასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიანმნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან”,-აღნიშნა დევიდ პრაისმა. კონგრესმენის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსადა ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. „როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობებისგაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია  რამდენიმე მიზეზის გამო – პირველ რიგში, ჩვენშეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე – აქ არსებობს ძალიან ძლიერიუსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნებაშესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა. ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრით”, – განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა. „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციისხელმძრვანელთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაკომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. მეტის წაკითხვა

12შემდეგი გვერდი

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge