მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება საველე კარვებში ჩაუტარდებათ
თბილისში საველე კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება. კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ... მეტის წაკითხვა