საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ახდენდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტი) თვისობრიობის შეცვლას. ... მეტის წაკითხვა