ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა სალია დაინიშნა
რუსთავი 2“-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება. კრების ოქმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული. დოკუმენტით ირკვევა, რომ კრება ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან დაახლოებით ერთ საათში მოიწვია. ამავე დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. ... მეტის წაკითხვა