სამტრედიის სადგურში რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა
დღეს, სადგურ სამტრედია N1-ში, სამუშაოს შესრულების პროცესში სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მას ორი არასრულწლოვანი ბავშვი დარჩა. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებით, მათი შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. წყარო: netgazeti.ge მეტის წაკითხვა