“მივმართავ რეჟიმის მეთაურს, ჩატარდეს სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”
შალვა ნათელაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს დროებითი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „საყოველთაო სიღატაკისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ჩაიხრჩო მოპარულ მილიარდებში, სამარცხვინოდ დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გარდაიცვალა სასამართლო ხელისუფლება, მიმდინარეობს დარჩენილი ეროვნული სიმდიდრის დატაცება ... მეტის წაკითხვა