NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»Posts Tagged "პროკურორი"

ტეგების არქივი:

უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს
საზოგადოება

უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

ნინო ჩხეიძე 22 აპრ 2021 642 ნახვები

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც ზაზა დათუკიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება აფიქრებინებს, რომ „ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება“, რის გამოც პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისვე განმარტებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლას სამოქალაქო სექტორიდან გააგრძელებს. „როგორც თქვენთვის ... მეტის წაკითხვა

პროკურორი: პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს
სამართალი

პროკურორი: პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს

ნინო ჩხეიძე 30 ნოე 2020 384 ნახვები

ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს, – ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. „ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა ბრალდებულების მიმართ ... მეტის წაკითხვა

პროკურორი: დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები
სამართალი

პროკურორი: დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2020 374 ნახვები

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. შეკითხვაზე, თუ რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები გამოიკითხნენ, პროკურორმა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საქმეზე სულ 60-მდე ადამიანია დაკითხული. „საქმეზე გამოკითხული არიან მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. 60-მდე პირია გამოკითხული და ბუნებრივია, ვინც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოხდება ... მეტის წაკითხვა

პროკურორი: ბაჩალიაშვილის საქმეში ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც …
სამართალი

პროკურორი: ბაჩალიაშვილის საქმეში ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც …

ნინო ჩხეიძე 18 სექ 2020 575 ნახვები

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს. როგორც მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს. „საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად, საკმაოდ მძიმე ... მეტის წაკითხვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას
სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას

ნინო ჩხეიძე 27 ივლ 2020 771 ნახვები

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოთხოვნად რჩება 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება. როგორც პროკურორმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ 11 დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში დარჩეს. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების ან არდატოვების საკითხი განიხილება. ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

მოწმე კალანდიას ჩვენება არის სანდო – ხორავას საქმის პროკურორი ზაზა სარალიძეს პასუხობს

12 თებ 2019 829 ნახვები

მოწმე კალანდიას ჩვენება არის სანდო – ასეთია ბრალდების მხარის პასუხი ზაზა სარალიძის განცხადებაზე, რომელიც მან სააპელაციო სასამართლოს პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთა. ზაზა სარალიძემ თქვა, რომ პროკურორები კალანდიას რეაბილიტაციას ცდილობენ, რომელიც საქალაქო სასამართლომ არასანდო მოწმედ მიიჩნია. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მოწმე მიხეილ კალანდია აძლევს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროცესზე ბრალდების მხარის ... მეტის წაკითხვა

მოზარდების მკვლელობის საქმე – საქალაქო სასმართლოში პროკურორი ზვიად ფხაკაძე იკითხება
ახალი ამბები

მოზარდების მკვლელობის საქმე – საქალაქო სასმართლოში პროკურორი ზვიად ფხაკაძე იკითხება

25 დეკ 2018 702 ნახვები

მოზარდების მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასმართლოში, პროკურორ ზვიად ფხაკაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ზვიად ფხაკაძე ე.წ. ხორავას საქმის პროკურორი იყო. სწორედ ის აწარმოებდა საქმის ფარგლებში დაკავებული მოზარდების დაკითხვისა და გამოკითხვის პროცესს. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

27 სექ 2018 656 ნახვები

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების ... მეტის წაკითხვა

„ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას“
ახალი ამბები

„ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას“

03 სექ 2018 791 ნახვები

„ეროვნული ერთობის“ ლიდერის გიორგი ჭელიძის საქმის პროკურორის თქმით, როდესაც პოლიცია ბრალდებულის სახლში შევიდა, ჭელიძე ვაზნების საკანალიზაციო მილში ჩაყრას ცდილობდა. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. „როდესაც პოლიცია მივიდა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა ვერ მოახერხა. ამასთან, ... მეტის წაკითხვა

წყალტუბოში პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ახალი ამბები

წყალტუბოში პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

28 აგვ 2018 668 ნახვები

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება პროკურორ გ.შ.-ს მიერ მოქალაქე გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქ.წყალტუბოში გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე  უმისამართო გასროლა. კონფლიქტის ... მეტის წაკითხვა

12345შემდეგი გვერდი

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge