პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი წარწერით – „თავისუფლება ნიკას“ გადმოფინეს
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ბანერი წარწერით – „თავისუფლება ნიკას“ გადმოფინეს. ბანერი სასესიო დარბაზის აივნიდან, იქ, სადაც მედიის წარმომადგენლები სხედან, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა გადმოფინეს. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის წევრები ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების საკითხზე არის დაბარებული. მეტის წაკითხვა