ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ტენორის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ტენორის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო. „საოპერო სცენას და მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებას დააკლდა ცნობილი ქართველი ტენორი, ბატონი ზურაბ სოტკილავა. ზურაბ სოტკილავა იყო ქართული ნიჭის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელჩი მსოფლიოში. ვუსამძიმრებ ბატონი ზურაბის ოჯახს, მეგობრებს და ერთგულ თაყვანისმცემლებს“,- განაცხადა კობახიძემ. მეტის წაკითხვა