NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»Posts Tagged "ოკუპაცია" (გვერდი 11)

ტეგების არქივი:

ახალი ამბები

„ეს არის ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპაციის შედეგია“

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018 900 ნახვები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. „ ეს არის ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი, რომელიც არის ოკუპაციის შედეგი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები და მთელი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ასევე დასრულდეს ოკუპაცია და ასეთი ... მეტის წაკითხვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს
ახალი ამბები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018 672 ნახვები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 22 მარტს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 37-ე სესიის ფარგლებში გაიმართა გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე – ტექნიკური თანამშრომლობა და შესაძლებლობების ... მეტის წაკითხვა

კობახიძე: პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია
ახალი ამბები

კობახიძე: პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018 741 ნახვები

დღეს, საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. „დღეს საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ. ამ რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ: – რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, – ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა: – ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა – ქართული სოფლების განადგურება, ქართული ეკლესიების დაზიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა, – იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა. – რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ რუსეთის ფედერაციისგან: – ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, – ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, – შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, – შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები, – შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, – ... მეტის წაკითხვა

პარლამენტმა რეზოლუციის ერთობლივი პროექტი დაამტკიცა
ახალი ამბები

პარლამენტმა რეზოლუციის ერთობლივი პროექტი დაამტკიცა

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018 785 ნახვები

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პროექტი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მან, პირველ რიგში, სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილისოჯახს. „პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო არჩილ ... მეტის წაკითხვა

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018 989 ნახვები

დეპუტატებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივიმივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას. საქართველოს პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. მეტის წაკითხვა

„აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს“
ახალი ამბები

„აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს“

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018 914 ნახვები

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანი უკანონოდ იქნა გახსნილი. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. ... მეტის წაკითხვა

ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში“
ახალი ამბები

ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018 833 ნახვები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების „პრესსამსახური“ ავრცელებს ინფორმაციას. ბიბილოვმა აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბედი პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. მე როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთი უნდა ... მეტის წაკითხვა

ახალი ამბები

„ოთხი წლის წინ, ე.წ. რეფერენდუმს მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018 954 ნახვები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ოთხი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები ... მეტის წაკითხვა

პრეზიდენტი: რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია  ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში
ახალი ამბები

პრეზიდენტი: რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018 947 ნახვები

რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთერთი გამოხატულება ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტისას, კაპიტოლიუმში სენატორ ორინ ჰათჩთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.  მათი ცნობით, სენატორთან ... მეტის წაკითხვა

მარგველაშვილი სენატორებს: დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა
ახალი ამბები

მარგველაშვილი სენატორებს: დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018 752 ნახვები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სენატორებთან: რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, ... მეტის წაკითხვა

წინა გვერდი«‹910111213›»შემდეგი გვერდი

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge