მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გაავრცელა. იგი უცხოეთში 1970 წლიდან იმყოფებოდა. ჯერ პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ ნიუ იორკში გადასახლდა, სადაც რადიოში მუშაობის პარალელურად, ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე. რამდენიმე წელი გერმანიის ქალაქ მიუნხენშიც ცხოვრობდა და მალე გერმანიის სახალხო არტისტის წოდებაც მიიღო. ... მეტის წაკითხვა