ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა
ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ეს ტიტული უკვე მერვედ მოიპოვა. „ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მეტის წაკითხვა