„დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყიბისთვის“
მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, რეფორმა გულისხმობს დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას. „დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს 5-7 სამუშაო ... მეტის წაკითხვა